უდაბნო (მთა)
იერსახე
უდაბნო | |
---|---|
უდაბნო | |
კოორდინატები: 41°26′26″ ჩ. გ. 45°22′39″ ა. გ. / 41.44056° ჩ. გ. 45.37750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე აღსთაფის რაიონი |
სიმაღლე | 879 მ |
ქედი | გარეჯის სერი |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
უდაბნო (აზერ. Udabno Dağı) — მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს და აზერბაიჯანის აღსთაფის რაიონის საზღვარზე. მდებარეობს გარეჯის სერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 879 მეტრი. აგებულია პონტურ-მეოტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. კალთებზე ზოგან (ქვიშაქვებში) გაშიშვლებებია, შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარითა და ბალახეულით. ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულია ფეოდალური ხანის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი დავითგარეჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 101.