შინაარსზე გადასვლა

ვაჟა ოთარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟა ოთარაშვილი
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1955 (1955-11-07) (68 წლის)
დაბადების ადგილი კასპი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (2012-2024)

ვაჟა ოთარაშვილი (დ. 7 ნოემბერი, 1955, კასპი) — ქართველი ინჟინერი, პოეტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი.

1976 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1985 წელს დაამთავრა ასპირანტურა.

1977-1980 წლებში იყო საქკვებმრეწვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსი ინჟინერი. 1989-1992 წლებში იყო გამომცემლობა „გულანის“ დირექტორი. ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა“ (1986), „თოვლისფერი ღამეები“ (1989), „გველის წელიწადი“ (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი“ (1991), „ცრემლები ქარში“ (1999), „ხეკორძულელის აღსარება“ (2001), „ცის სარკმელები“ (2003), „მწუხარე ბედნიერება“ (2006), „XXI“ (2008). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი). 2020-2021 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მწერალთა ასოციაცია „გულანი“, ვიცე–პრეზიდენტი (1989-1992)
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია, მდივანი (1992-1995)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-)
  • (1996-1998) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსი.
  • (2004-2014) საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
  • (2004-2010) მწერალთა კავშირის გამომცემლობა „ეროვნული მწერლობის“ დირექტორი
  • (2006-2011) ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
  • (2020-2021) თბილისის საკრებულოს წევრი.
  • (2012-2024) პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი.
  • 2004 — გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2000 — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1991 — ასოციაცია „გულანის“ პრემია
  • 1987 — ალმა–ატის პოეზიის ფესტივალის პრემია
  • ჩემი გულუბრყვილო ლანდი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი (სტ. N1), 1992. - 160გვ.
  • გველის წელიწადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 67გვ.
  • თოვლისფერი ღამეები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 121გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]